პროგრამის შესახებ
გერმანიის მთავრობა აფინანსებს თანამშრომლობას პარტნიორ ორგანიზაციებთან, რომლებიც წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და რუსეთში. მიზანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის უწყვეტი თანამშრომლობის დამყარება და შემდეგი მიზნების მიღწევაა:
- პლურალიზმის პრინციპის გაძლიერება
- ფასეულობების სისტემების განხილვის ხელშეწყობა
- მომავლის პერსპექტივების დასახვა
- ღია დიალოგისა და ურთიერთგაგების დამკვიდრება
ამ ვებგვერდის შემქმნელი და მართველია WECHANGE (პროექტის ოფიციალური პარტნიორი). WECHANGE პლატფორმა მართავს განაცხადების მიღების პროცესს, აკავშირებს პოტენციურ პარტნიორებს ერთმანეთთან და აძლევს რჩევებს პროექტის მართვის პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად, სავიზო რეგულაციების, ფინანსური გათვლებისა და ბიუროკრატიული მოთხოვნების მოგვარების გზებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენ ყოველწლიურად ვაწყობთ კონფერენციას პოტენციური პარტნიორების ერთმანეთთან დასაკავშირებლათ.
ინფორმაცია პროგრამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე
პროცესის მიმოხილვა
განხორციელებული პროექტების საუკეთესო მაგალითები
[custom-twitter-feeds]
ახალი ამბები
კალენდარი
[tribe_events view=”list” tribe-bar=”false” limit=”5″]
პარტნიორული პროგრამის ღონისძიებების პოვნა აქ.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ დაუკავშირდით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოცემულ ელ.ფოსტის მისამართზე: 601-oepr@diplo.de